ფეხბურთი

15:21 | 4.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ელარდაისი კონტეს „ტოტენჰემში“ დანიშვნის შესახებ

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, სემ ელარდაისმა, ჟურნალისტებს ანტონიო კონტეს „ტოტენჰემის“ მათავარ მწვრთნელად დანიშვნის თაობაზე გაუზიარა თავისი აზრი.

„თუ ახლა „ტოტენჰემს“ ვინმე უშველის, პირველ რიგში ეს კონტეა. დიდი ხანია ვიცნობ. მის საფეხბურთო ხედვას ყოველთვის მოაქვს შედეგი.

მათ ჯერ ჟოზე მოურინიუ მიიწვიეს, მაგრამ ამან არ იმუშავა. ახლა კი კონტეს იმედი აქვთ.

გუნდი აუცილებლად მოუმატებს, მაგრამ საკითხავია, საკმარისი იქნება ეს ოთხეულში მოსახვედრად?

ანტონიოს მკაცრი დისციპლინა უყვარს და ამით ძველი ყაიდის მწვრთნელებს მოგვაგონებს.“ - ციტირებს ბიგ სემის სიტყვებს talkSPORT.

0.11416