ფეხბურთი

11:16 | 4.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონტეს მისვლის შემდეგ, კეინმა „ტოტენჰემიდან“ წასვლა გადაიფიქრა

„ტოტენჰემის“ კაპიტანმა, ჰარი კეინმა, გუნდის მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშვნის შემდეგ, წასვლა გადაიფიქრა - გვამცნობს The Sun.

თავდამსხმელს მიაჩნია, რომ იტალიელ სპეციალისტს ძალუძს გუნდი მაღალი მიზნებისთვის მომართოს და ტიტულები მოიგოს.

გასულ ზაფხულს კეინი უკმაყოფილო იყო კლუბის მფლობელის, დანიელ ლევის გადაწყვეტილებით, ვინაც ჯენტლმენური შეთანხმება დაარღვია, რომლის მიხედვითაც, თუ კლუბი სარფიან წინადადებას მიიღებდა, გაუშვებდნენ. „მანჩესტერ სიტი“ მათ 125 მილიონ გირვანქას სთავაზობდა, მაგრამ „დეზებმა“ წინადადებაზე უარი თქვეს და კეინს დარჩენა მოუწია.

0.126346