ჩოგბურთი

2:51 | 4.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ციციპასი პარიზის მასტერსს მკლავის ტრავმით გამოეთიშა

მსოფლიოს მესამე ჩოგანი ბერძენი სტეფანოს ციციპასი, პარიზის მასტერსს მეორე წრეშივე, ავსტრიელ ალექსეი პოპირინთან შეხვედრისას გამოეთიშა. ამის მიზეზი, მარჯვენა მკლავის ტრავმა გახდა, რომელიც ციციპასს შეხვედრის დროს გაურთულდა.

23 წლის ციციპასი პირველ სეტს 2-4 აგებდა, როდესაც კორტზე მასაჟისტს უხმო. მაგრამ დახმარებამ ვერ უშველა და მან შეხვედრა შეწყვიტა. ციციპასს თავისი ტრავმის შესახებ არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ ATP-ს ფინალის წინ, პრობლემის გაღრმავება არ სურდა და თამაშიც ამის გამო შეწყვიტა.

„ჩემს კარიერაში, შეხვედრა არასდროს მქონდა შეწყვეტილი და დღეს სწორედ ამის გაკეთებამ მომიწია. მომდევნო ტურნირზე არაფერს ვიტყვი. ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ციციპასმა.

სეზონის დამამთავრებელ ტურნირზე, ATP-ს ფინლში, რეიტინგის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი თამაშობს. ასევეა წყვილებშიც. ამჟამად, მასზე თამაშის უფლება მოპოვებული აქვთ ციციპასს, მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს, დანიილ მედვედევს, ალექსანდერ ზვერევს,ანდრეი რუბლევს და მატეო ბერეტინის. ორი ადგილი ჯერაც ვაკანტურია.

„მე ვიცი, ეს ტრავმა როგორ უნდა მოვირჩინო. მაგრამ თუ ვითამაშებ და ყოველდღე ვარჯიში მომიწევს, ამით საქმეს გავართულებ. ძალიან ვწუხვარ, რომ ისე ვერ ვითამაშე, როგორც მჩვევია. რეალური შანსი მაქვს, რომ ტრავმა მოვიშუშო და ფინალისთვის 100 პროცენტით მზად ვიყო“, - დასძენს ბერძენი ჩოგბურთელი.

0.130404