ფეხბურთი

0:38 | 4.11.2021 | ნანახია 388 - ჯერ

"ალ-სადის" დირექტორი: "ჩავის წასვლას ასეთ დროს ვერ დავუშვებთ"

ყატარული „ალ-სადი“ ჩავი ერნანდესის „ბარსელონაში“ გაშვების წინააღმდეგია. ამის შესახებ კლუბის გენერალურმა დირექტორმა ტურკი ალ-ალიმ განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ სეზონის მიმდინარეობისას, ისინი მთავარ მწვრთნელს ვერ შეელევიან.

„კლუბის პოზიცია თავიდანვე ნათელი იყო. ვცდილობთ ჩავი შევინარჩუნოთ და ვერ დავუშვებთ სეზონის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მის წასვლას“, - თქვა ალ-ალიმ.

მიუხედავად ამისა, „ბარსელონა“ იმედს არ კარგავს და ყატარში კლუბის ვიცე-პრეზიდენტი რაფა იუსტე და სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი გაფრინდნენ. ისინი ეცდებიან, რომ ალ-სადთან მოლაპარაკებები წარმატებით დახურონ.

ამასობაში, რაც დრო გადის, „ბარსელონას“ ალტერნატიულ ვარიანტებზე ფიქრიც უწევს და ანდრეა პირლოს კანდიდატურა კვლავ აქტუალური გახდა. თუმცა, მანამდე ჩავისთვის ბრძოლა გრძელდება.

შეგახსენებთ, ესპანელ სპეციალისტს „ალ-სადთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, „ბარსას“ კი დროებით სერხი ბარხუანი ხელმძღვანელობს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:53 | 04.11.2021
johnsilver (1156)

შეთანხმებული ამბავია ეგ - ვითომ ჩავი მოდის და ყატარელი არ უშვებს.
არავის აწყობს ჩავის ახლა გადასვლა. ფეხბურთელები არ ყავს და ახლა რომ გადავიდეს, წლის ბოლომდე შეწზიზღება ბარსას ფანებს.
წელს ჩაამთავრებინებენ ბარსას ასე მაჩანჩალურად, გადავა ევროპალიგაზე და იქ იფაფზურებს ცოტას.
გაისად იქნებ ფული ცოტა მაინც იშოვონ და მოძლიერდნენ.

0.1368