ფეხბურთი

20:03 | 3.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

სილვა "მანჩესტერ სიტის" ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ბერნარდუ სილვა გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად "მანჩესტერ სიტის" ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სილვამ გასულ თვეში ყველა ტურნირზე ხუთი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. პორტუგალიელს კონკურენციას ფილ ფოდენი უწევდა, რომელმაც ერთი პროცენტით ნაკლები მიიღო. გასულ თვეში სილვა ინგლისის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

0.115777