საქართველოს ნაკრებისა და „სერანის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრშია.
21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით შვეიცარიული „ბაზელი“ დაინტერესდა, რომელიც გიორგის არტურ კაბრალის შემცვლელად განიხილავს. ეს უკანასკნელი შვეიცარიული კლუბის საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ ბევრი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის „ზენიტი“. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ „ბაზელი“ მას ვერ შეინარჩუნებს.
შვეიცარიული ფეხბურთის გრანდის მიქაუტაძეს სხვა გამორჩეული კლუბებიც აკვირდებიან, მაგრამ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
გიორგი მიქაუტაძე ფრანგული „მეცის“ საკუთრებაშია, რომელთანაც კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა ბელგიურ „სერანში“ განათხოვრებულია, რომლის მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.