ფეხბურთი

17:40 | 3.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში 15 წლის ფეხბურთელი გამოიძახეს

რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში „ფარულ კოსტანცას“ შემტევი ნახევარმცველი ენეს სალი გამოიძახეს. ამ ამბავში აღსანიშნავი ფეხბურთელის ასაკია - ის მხოლოდ 15 წლისაა.

ენეს სალი რუმინეთში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნევა და გეორგე ჰაჯისთან მუშაობს, რადგან ლეგენდარული რუმინელი სწორედ „ფარულის“ მთავარი მწვრთნელია.

სალიმ მიმდინარე სეზონში რუმინეთის უმაღლეს დივიზიონში 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ის კანადაშია დაბადებული, 2017-2019 წლებში „ბარსელონას“ აკადემიაში იყო, მაგრამ 2019 წელს სამშობლოში დაბრუნდა და თამაში გეორგე ჰაჯის აკადემიაში განაგრძო.

ენეს სალის ასევე უთამაშია რუმინეთის 16 და 17-წლამდე ნაკრებებში, ახლა კი ეროვნულ ნაკრებში უხმეს. ეს ჟესტი უფრო მეტად ავანსს და მოთამაშის დაბევებას ჰგავს, რადგან მას კანადაში თამაშიც შეუძლია. თუმცა, ფაქტია, რომ ძალიან ნიჭიერია და დიდ მომავალს უკავშირებენ.

0.135369