ფეხბურთი

16:45 | 3.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზადაა

საქართველოს ნაკრებისა და ნიქოზიის „აპოელის“ ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი გამოჯანმრთელდა. კვიპროსული მედიის ცნობით, „ოქრი“ გუნდს დაუბრუნდა და სრული დატვირთვით ივარჯიშა.

ამრიგად, თორნიკე, რომელსაც ტრავმის გამო ბოლო ორი მატჩის გაუცდა, „აელ-თან“ შეხვედრისთვის ემზადება და ახლა მწვრთნელის გადასაწყვეტია, ითამაშებს თუ არა. შესაბამისად, მოახლოებულ სანაკრებო პაუზა 29 წლის ფეხბურთელი დიდი ალბათობით, ვილი სანიოლის განკარგულებაშიც იქნება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსის ჩემპიონატში ხუთი მატჩი ჩაატაარ და 1 გოლი გაიტანა.

0.120619