ფეხბურთი

15:40 | 3.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "რონალდუ ჩვენთვის იგივეა, რაც "ჩიკაგოსთვის" ჯორდანი იყო"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა კრიშტიანუ რონალდუ მაიკლ ჯორდანს შეადარა. როგორც ნორვეგიელმა აღნიშნა, პორტუგალიელი მათთვის ისეთივე მოთამაშეა, როგორც ჯორდანი „ჩიკაგო ბულსისთვის“ იყო.

„რონალდუ წარმოუდგენელია. თუ არის ვინმე, ვინც ბოლო წუთებში ბურთთან უნდა იყოს, სწორედ ისაა. კრიშტიანუ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. მიჭირს ამის თქმა, რადგან „მანჩესტერში“ გატანილი გოლებით გამისწრო, მაგრამ მან შესანიშნავად შეასრულა სამუშაო. რონალდუს მეორე გოლი მაიკლ ჯორდანის სტილისაა, როცა მან გამარჯვების ბურთი ბოლო წამზე ჩააგდო. ვერავინ ეჭვქვეშ ვერ დააყენებს ამ მოთამაშეების ხასიათს და უნარებს, ისინი არასდროს ნებდებიან“, - თქვა სულშერმა.

შეგახსენებთ, რონალდუმ მიმდინარე გათამაშებაში ოთხივე ტურში აქვს გატანილი (ჯამში 5 გოლი). მათ შორის, „ვილიარეალთან“ და „ატალანტასთან“ ორჯერ გადამწყვეტი გოლები მატჩის მიწურულს გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114887