"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ "ატალანტასთან" (2:2) მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი სიპერვარსკვლავის თქმით, გასპერინის გუნდის წინააღმდეგ ტამაში მისთვის ყოველთვის რთული იყო და ეს გუშინაც გამოჩნდა.
"ძალიან რთული თამაში იყო. ბერგამოში "ატალანტასთან" თამაში ნამდვილად არ არის ადვილი საქმე. თუმცა, ჩვენ გვჯეროდა მატჩის დადებითი შედეგის და ჩემი ორი გოლი დაეხმარა გუნდს მნიშვნელოვანი ქულის მოპოვებაში. ძალიან ბედნიერი ვარ.
"მანჩესტერი" არასოდეს ნებდება და ეს ჩვენთვის დადებითი მახასიათებელია. ეს შედეგი ჩემი გუნდისთვის დამაკმაყოფილებლად მიმაჩნია.
თავიდან თამაში საკმაოდ რთულად დაიწყო. ვიცოდით, რომ "ატალანტა" სერიოზული ზეწოლის ქვეშ გვამყოფებდა. მეტოქეებს ფანტასტიკური მწვრთნელი ხელმძღვანელობს, ამიტომ მათ კარგად იციან მოედანზე რა უნდა გააკეთონ. ამას მაშინაც ვხვდებოდი, როდესაც ტურინის "იუვენტუსში" ვთამაშობდი. აქ თამაში ყოველთვის რთული იყო.
ვფიქრობ, ამ ბრძოლაში ჩვენი დავალება შევასრულეთ. მე გამიმართლა და მორიგი გოლები გავიტანე. ეს არის ფეხბურთი, ამიტომ ბოლომდე ბრძოლა აუცილებელია.
ის, რომ ორი გოლი გავუშვით, ამაში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საკუთარ თავზე მუშაობა. უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: გვყავს განსხვავებული სტილის მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა სათამაშო სქემით თამაში, მაგრამ დრო გვჭირდება, რომ უკეთესები გავხდეთ“, - თქვა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერს" 4 ტურის შემდგომ ჯგუფში 7 ქულა აქვს და პირველ პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო ტურში სულშერის გუნდი მეორე ადგილზე მყოფ "ვილიარეალს" დაუპირისპირდება, რომელსაც ასევე 7 ქულა აქვს.