ავტოსპორტი

2:12 | 3.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოტო ვოლფი ჰამილტონის და ფერსტაპენის კიდევ ერთ შეჯახებას ელის

„მერსედესის“ ფორმულა 1-ის გუნდის შეფი ტოტო ვოლფი ვარაუდობს, რომ სეზონის ბოლომდე, ლუის ჰამილტონსა და მაქს ფერსტაპენს შორის კიდევ ერთი შეჯახება მოხდება. ტიტულის ორი მოცილე ორჯერ უკვე შეეჯახა ერთმანეთს - სილვერსტოუნსა და მონცაში, რამაც მათი ბრძოლა და ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 5 რბოლით ადრე, ჰოლანდიელი მეტოქეს 12 ქულას უგებს. ვოლფი ამბობს, რომ თუ მათ შორის პაექრობა ბოლომდე გაგრძელდა და ტიტულის ბედი ბოლო რბოლის გადასაწყვეტი იქნება, დიდი ალბათობით, აბუ დაბიში შეჯახება მოხდება.

„თუ განვიხილავთ სცენარს, რომლის შესაბამისადაც, ჩემპიონი აბუ დაბიმდე არ გაირკვევა, მაშინ ბოლო რბოლაში, ის პილოტი, რომელიც ჩემპიონატში წინ იქნება, ისეთივე შეჯახებას გამოიწვევს, როგორიც სენას და პროსტს ჰქონდათ“, - ამბობს ვოლფი.

0.609799