ფეხბურთი

17:15 | 2.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან: ზლატან იბრაჰიმოვიჩი სიაშია

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ბათუმში - ლეგენდარული ფორვარდი შვედეთის ნაკრებში გამოიძახეს. სკანდინავიელთა მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებთან მატჩებისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

სიაშია 40 წლის ზლატანი, რომელმაც ნაკრებში ბოლოს მარტში ითამაშა, სწორედ საქართველოსა და მერე უკვე კოსოვოს წინააღმდეგ. შვედეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: რობინ ოლსენი (შეფილდი, ინგლისი), პონტუს დალბერგი (დონკასტერი, ინგლისი), კრისტოფერ ნორდფელტი (აიკ)

მცველები: დანიელ სუნდგრენი (არისი, საბერძნეთი), იოაკიმ ნილსონი (არმინია, გერმანია), ლუდვიგ აუგუსტინსონი (სევილია, ესპანეთი), სებასტიან ჰოლმენი (რიზესპორი, შვედეთი), ემილ კრაფტი (ნიუკასლი, ინგლისი), ვიქტორ ლინდელოფი (მანჩესტერი, ინგლისი), ალექსანდერ მილოშევიჩი (აიკ), მარტინ ოლსონი (მალმიო)

ნახევარმცველები: მატიას სვანბერგი (ბოლონია, იტალია), ვიქტორ გიოკერსი (ქოვენთრი, ინგლისი), მაგნუს ერიქსონი (დიურგარდენი), კრისტოფერ ოლსონი (ანდერლეხტი, ბელგია), ალბინ ეკდალი (სამპდორია, იტალია), იენს კაიუსტე (მიდტიულანდი), ოსკარ ლევიცკი (მალმიო), ვიქტორ კლაესონი (კრასნოდარი, რუსეთი), იესპერ კარსლონი (ალკმაარი, ნიდერლანდები), დეიან კულუშევსკი (იუვენტუსი, იტალია), კენ სემა (უოტფორდი, ინგლისი), ემილ ფორსბერგი (ლაიფციგი, გერმანია)

თავდამსხმელები: რობინ ქუაისონი (ალ-ეტიფაკი, საუდის არაბეთი), ალექსანდერ ისაკი (სოსიედადი, ესპანეთი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი, იტალია)

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ციკლში 4 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, ხოლო შვედეთი 15 ქულით ლიდერია და ესპანეთს 2 ქულით უსწრებს. საქართველო შვედეთთან 11 ნოემბერს, ბათუმში გასამართი მატჩით შესარჩევ ეტაპს დაასრულებს, ხოლო შვედები 14 ნოემბერს, ესპანეთს სტუმრად დაუპირისპირდებიან და პირველი ადგილის ბედიც ამ შეხვედრაში გაირკვევა.

0.112197