ფეხბურთი

16:24 | 2.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე ლონდონის "ტოტენჰემის" მწვრთნელია

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტე დაინიშნა. როგორც „მამლების“ ვებგვერდი იტყობინება, იტალიელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა, თუმცა, მხარეებს მისი განახლების შესაძლებლობაც ექნებათ.

კონტემ განაცხადა, რომ ბედნიერია დაბრუნებით და სურს, „ტოტენჰემში“ ის მენტალიტეტი დანერგოს, რომელიც მას აქვს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მწვრთნელობას დავუბრუნდი და თანაც დიდი ამბიციების მქონდე გუნდში. მოუთმენლად ველოდები მუშაობის დაწყებას და მინდა გუნდს, გულშემატკივრებს გადავცე ის ვნება, მენტალიტეტი და მონდომება, რომლითაც გამორჩეული ვიყავი ფეხბურთელობისას და მწვრთნელობისას. ზაფხულში ჩვენი კავშირი არ შედგა, რადგან „ინტერიდან“ ახალი წამოსული ვიყავი და შესაფერისი დრო არ იყო სამუშაოდ. ახლა კი ეს შესაძლებელია“, - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, ანტონიო კონტე „არეცოს“, „ბარის“, „სიენას“, „ატალანტას“, „იუვენტუსს“, იტალიის ნაკრებს, „ჩელსის“ და „ინტერს“ ავარჯიშებდა. მან განსაკუთრებულ წარმატებას „იუვეში“ მიაღწია, რომელსაც ზედიზედ სამჯერ სკუდეტო მოაგებინა, ხოლო „ჩელსი“ 2017 წელს ინგლისის ჩემპიონი გახადა. მისი ბოლო კლუბი „ინტერი“ იყო და მილანურმა გუნდმა 10-წლიანი უტიტულო პერიოდი სწორედ ანტონიოს ხელში დაასრულა. აქვე გეტყვით, რომ „ტოტენჰემი“ პრემიერლიგაში 15 ქულით მეცხრე ადგილზეა და ამიტომ, ნუნუ ეშპირიტუ სანტუ დაითხოვეს.

0.115757