ფეხბურთი

13:19 | 2.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ ჰენრიკ ლარსონმაც დატოვა

რონალდ კუმანის წასვლის შემდეგ, „ბარსელონას“ სამწვრთნელო შტაბი შვედმა ჰენრიკ ლარსონმაც დატოვა - გვამცნობს AS.

„აქ მუშაობა დავამთავრე და სხვას ვერაფერს გეტყვით. მომავალში რას გავაკეთებ? არ ვიცი, მოგვიანებით გიპასუხებთ.“ - ამბობს ლარსონი.

50 წლის შვედი სპეციალისტი კუმანმა სამწვრთნელო შტაბში 2020 წლის აგვისტოში შეიყვანა. ჰენრიკს თავდამსხმელების გაწვრთნა ევალებოდა.

შეგახსენებთ, რომ ლარსონი კატალონიურ კლუბში 2004-06 წლებში თამაშობდა. ჯამში 62 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.

0.118203