ფეხბურთი

12:25 | 2.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემი“ კონტეს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ დღეს გამოაცხადებს

დღეს, 2 ნოემბერს, „ტოტენჰემი“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს დანიშვნის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი საიმონ სტოუნი.

მხარეებმა უკვე ყველაფერზე მოილაპარაკეს და იტალილი სპეციალისტი გუნდს უკვე 4 ნოემბერს, კონფერენს ლიგის მატჩში უთავკაცებს „ვიტესის“ წინააღმდეგ.

„დეზების“ ხელმძღვანელობა მზადაა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კონტეს 180 მილიონი ევრო გამოუყოს. მისი კონტრაქტი კი 2023 წლამდე იქნება გათვლილი.

კონტე უკვე ჩავიდა ლონდონში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110871