მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, მისი გუნდის მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს შესახებ გაუზიარა აზრი ჟურნალისტებს.
„მწვრთნელს დიდი როლი ენიჭება ფეხბურთელის თავდაჯერებულობის გაძლიერებაში. როცა ხედავს, რომ ვარჯიშზე ან თამაშის დროს თავდაჯერებულობა გაკლიათ, მოდის და გარწმუნებთ, რომ შეგიძლიათ ძალიან წარმატებული იყოთ, თავადაც ფეხბურთელი გახლდათ და კარგად ესმის, რა სჭირდება მოთამაშეს. ამიტომაც, ის მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელია.“ - ციტირებს ურუგვაელი შემტევის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.