„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მისი და გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. თუმცა, არგენტინელი ფიქრობს, კონკურენცია დიდია და ყოველთვის საუკეთესოები არ იმარჯვებენ.
„ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი და კლუბის მთავარი მიზანია. პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე ფსონს დიდი ხანია აკეთებს, გამარჯვებასთან ახლოსაც იყო. ჩვენ ტიტულის მოგების პრეტენდენტები ვართ, მაგრამ არა ერთადერთი. ყველა პსჟ-ზე ლაპარაკობს მისი შემადგენლობის გამო, თუმცა არიან სხვა კარგი გუნდები, რომელთა ფეხბურთელები ერთად მრავალი წლის განმავლობაში მუშაობენ. „მანჩესტერ სიტი“, „ბაიერნი“, „ლივერპული“, „ატლეტიკი“, „ჩელსი“ - ეს არის გუნდები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ. ყოველთვის საუკეთესო ვერ იმარჯვებს, რადგან ეს ბევრ დეტალსა და გარემოებაზეა დამოკიდებული. გამარჯვების გზაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მთავარია, ერთ-ერთი კანდიდატი იყო“, - თქვა მესიმ.
შეგახსენებთ, „პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგაზე სამ ტურში 7 ქულა მოიპოვა, ხოლო მესიმ 3 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელს საფრანგეთის ჩემპიონატში ჯერ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამწუხაროა
სამწუხაროა. ასეთი ახალგაზრდა და ჯანსაღი ცხოვრებით მაცხოვრებელი რო წავა ამ ქვეყნიდან, ვერ გაიგებ ვის რა ბედი ელის. ვიზიარებ ყველა ფეხბურთის გულშემატკივრის მწუხარებას
რა საშინელებაა, გული დამწყდა. დიეგო ლოპესიც მძიმედ არის აპარატზეა შეერთებული...
მართლა?
ლაციოს ყოფილი თავდამსხმელი?
ეს გადადება რაღა იყო
ფეხბურთი ზეიმია და რა ეზეიმებათ ვერ ხვდები? ტავიანთი კოლეგა დაკარგეს
საშინელი ამბავია,ამას არცერთ ფეხბურთელს არ მოუსურვებ,თვით მატერაცისაც კი
ამის გამო დღეს ყველა მატჩი გადაიდო
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
Aშუინდი ნაფხუი
არც ხახრალის სმაილიკებია მოსაწონი, მგონი...