ფეხბურთი

20:37 | 1.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა დაასახელა კლუბი, რომელშიც თამაშზე ოცნებობდა

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა დაასახელა კლუბი, რომელშიც არ უთამაშია, მაგრამ ეს ყოველთვის მისი ოცნება იყო.

გასაკვირი არაა, რომ „ზიზუს“ ასეთ გუნდად მარსელის „ოლიმპიკი“ მიაჩნია, რადგან მისი გულშემატკივარია და გარდა ამისა, მარსელში დაბადებულია.

„როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, ყოველთვის დავდიოდი სტადიონზე და როგორც ფეხბურთელი ვამბობდი: „ერთ დღეს რატომაც არა“. ეს არ მოხდა მრავალი მიზეზის გამო, რომ მომხდარიყო, რაღაც ძალიან განსაკუთრებული იქნებოდა.

მახსოვს ერთი მატჩი, რომელშიც „მარსელის“ მწვრთნელი ბეკენბაუერი იყო, მე „კანში“ ვთამაშობდი და 1:0 მოვიგეთ. ჩემთვის უცნაურია იმის თქმა, რომ მე ოლიმპიკი დავამარცხე, თუმცა, ეს ჩემთვის წმინდა მოგონებაა, ზღაპრული იყო.

მე მარსელელი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ მოხდა. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ქალაქიდან წავედი და მარსელში აღარ ვცხოვრობ, მაგრამ დროდადრო ვბრუნდები. მარსელელი ვარ და სიცოცხლის ბოლომდე ასეთად დავრჩები“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანმა საფეხბურთო კარიერის განმავლობაში „კანში“, „ბორდოში“, „იუვენტუსსა“ და „რეალში“ ითამაშა.

0.104206