საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში თბილისის „ლოკომოტივმა“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 4:2 დაამარცხა.
პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს. ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ გახსნა, რასაც ტაიმის ბოლოს სტრაჰინია პავიშიჩმა უპასუხა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ნახევარში იმერლები წინ გასვლაც შეძლეს, როცა გიორგი გადრანმა გაიტანა გოლი, მაგრამ დარჩენილ დროში არათუ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, არამედ 3 უპასუხო გოლი გაუშვა. ჯერ სიხარულიძემ შეასრულა დუბლი, ხოლო შემდეგ გიორგი დიასამიძემაც ორჯერ იხეირა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 4:2 იმარჯვა.
„ლოკომოტივმა“ ამ გამარჯვებით 50 ქულა დააგროვა და კონფერნეს ლიგის ზონაში მოხვედრისთვის ბრძოლას აგრძელებს, ხოლო „სამტრედია“ 20 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა და „შუქურას“ 7 ქულით ჩამორჩება.
„ლოკომოტივი“ – „სამტრედია“ 4:2 (1:1)
გოლები: 1:0 სიხარულიძე (22), 1:1 პავიშიჩი (39), 1:2 გადრანი (56), 2:2 სიხარულიძე (70), 3:2 დიასამიძე (72), 4:2 დიასამიძე (79)