საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში წინსვლას აგრძელებს და 4 პოზიციით დაწინაურდა.
ბასილაშვილი ATP-ს განახლებული მონაცელებით მსოფლიოს 21-ე ჩოგანია, წინა კვირაში კი 25-ე ადგილზე იყო. ბასილაშვილმა ბოლოს ვენის ტურნირში ითამაშა, სადაც ორი წრე გადალახა, მაგრამ მერვედფინალში მატეო ბერეტინისთან დამარცხდა.
ბასილაშვილის აქტივში 2 101 სარეიტინგო ქულაა რობერტო ბაუტისტა აგუტს ჩამორჩება, ხოლო გაელ მონფილსს უსწრებს. საინტერესოა, რომ ასეთ მაღალ პოზიციაზე 29 წლის ქართველი ბოლოს ორი წლის წინ, 2019 წელს იყო.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჯერად პარიზის მასტერსში ჩაერთვება და პირველ წრეში ფრანგ ადრიან მანარინოს შეხვდება.