ფეხბურთი

16:05 | 1.11.2021 | ნანახია 1208 - ჯერ

მესი: "ლაპორტამ გული მატკინა, უფასოდ თამაში არავის შემოუთავაზებია"

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ „ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ ელოდა, არგენტინელი კლუბში უფასოდ თამაშზე თანახმა იქნებოდაო.

თუმცა, მესის თქმით, ეს წინადადება მისთვის არავის შეუთავაზებია და ლაპორტას სიტყვებმა გული ატკინა.

„ბარსელონაში“ არავის შემოუთავაზებია უფასოდ თამაში. დავთანხმდი ხელფასის 50%-ით შემცირებას და მზად ვიყავი კლუბის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. პრეზიდენტ ლაპორტას სიტყვებმა გული მატკინა, ამას არ ვიმსახურებდი.

დაბრუნება? მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემთვის სასიამოვნოა, როცა ხელმისაწვდომი ვარ და კლუბს ვეხმარები. მინდა ერთ მშვენიერ დღეს ტექნიკური დირექტორი ვიყო. არ ვიცი ეს „ბარსელონაში“ მოხდება თუ არა, მაგრამ მინდა, ჩემი წვლილის ისევ შეტანა“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, ლიონელ მესი „ბარსელონადან“ პსჟ-ში ზაფხულში გადავიდა და პარიზელებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ფრანგულ გუნდში ჩემპიონთა ლიგაზე 3 გოლი გაიტანა, ლიგა 1-ში კი ჯერ თავი არ გამოუჩენია და არც საგოლე პასი გაუკეთებია.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:39 | 01.11.2021
Kobe Bean (21687)

არგენტინაზე გამახსენდა)))როგორც ჩანს ეს დედააფეთქებულები ბრაზილია-არგენტინას გადადებულ თამაშს არ ატარებენ მომდევნო სანაკრებო პაუზაზე,ვის უნახავენ მაგ თამაშს ვერ გავიგე.ორ თამაშს ითამაშებს არგენტინა ნოემბერში:გასვლა ურუგვაი და სახლი ბრაზილია.უცნაური რა არის კიდევ,ბრაზილია თამაშობს კოლუმბიასთან სახლში 11 ნოემბერს,არგენტინა ურუგვაიში გასვლას 12 ნოემბერს.არგენტინა-ბრაზილია კი 16 ნოემბერსაა დაგეგმილი.ანუ 1 დღით მეტს აძლევენ დასვენების დროს ბრაზილიას

16:31 | 01.11.2021
Kobe Bean (21687)

ბარსა რაცაა შენ გარეშე შეეტყოთ,არგენტინასაც მალე შეეტყობა)))

16:29 | 01.11.2021
Kobe Bean (21687)

დაიკიდე ჯიგარო.ლიგა და მსოფლიო მოიგე და დალშე დაიკიდე ვინ რას იტყვის)))

0.118153