ჩოგბურთი

10:48 | 1.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი პარიზის მასტერსის პირველ წრეში მანარინოს დაუპირისპირდება

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსის პირველ წრეში ფრანგ ადრიან მანარინოს დაუპირისპირდება. განახლებულ რეიტინგში ქართველი 21-ე პოზიციაზე იმყოფება, ხოლო ადრიანი - 59-ზე. შეხვედრა 1 ნოემბერს, თბილისის დროით 18:30 საათზე უნდა დაიწყოს.

აღნიშნულ ჩოგბურთელებს შორის აქამდე ერთი შეხვედრა გაიმართა მხოლოდ - 2017 წლის თებერვალში ქართველმა ფრანგი სოფიის ტურნირზე 7:6, 7:6 დაამარცხა.

ბასილაშვილი წილისწყის შემდეგ ბადის პირველ მხარეს მოხვდა და წარმატებული თამაშის შემთხვევაში ნიკოლოზი მიომირ კეჩმანოვიჩსა და გაელ მონფისს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. ასევე, მეორე ტურის დაძლევის შემთხვევაში მერვედფინალში ბასილაშვილის სავარაუდო მეტოქე ტურნირის და რეიტინგის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.

გასულ წელს ბასილაშვილმა პარიზის მასტერსზე მიიღო მონაწილეობა, თუმცა პირველივე წრეში იან-ლენარდ შტრუფთან დამარცხდა - 4:6, 2:6.

0.114665