ფეხბურთი

11:20 | 1.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო "მილანთან" მსაჯობაზე: "არაფერს ვიტყვი, თორემ დისკვალიფიკაციას მომცემენ"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „მილანთან“ (1:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი სპეციალისტი მსაჯობით ძალიან უკმაყოფილო იყო და თქვა, რომ „რომას“ მიმართ პატივისცემის ნაკლებობაა.

„ვულოცავ „მილანს“. მეტი არაფრის თქმა მინდა, რადგან თუ ვილაპარაკებ, მომდევნო მატჩში დისკვაფილიცირებული ვიქნები. ჩვენი გულშემატკივრების მიმართ, ადამიანების, რომლებსაც „რომა“ უყვართ, პატივისცემის ნაკლებობა მაღიზიანებს. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ სხვებისგან იგივეს ვერ ვიღებთ. ეს იყო თამაში რომანისტების პატივისცემის გარეშე. არ მინდა, სხვა კომენტარი გავაკეთო, რადგან მომდევნო კვირას სათადარიგო სკამზე ყოფნა მინდა. სხვას არაფერს ვიტყვი“, - თქვა მოურინიომ და პრესკონფერენცია დატოვა.

შეგახსენებთ, „რომას“ 11 ტურის შემდეგ 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი სტუმრად „ვენეციას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117914