ფეხბურთი

0:16 | 1.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრების და "ნიუკასლის" ყოფილ ფეხბურთელს ღვიძლის გადანერგვა სჭირდება

ინგლისის ნაკრებისა და „ნიუკასლ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელ კირონ დაიერს, რომელიც ამჟამად „იფსვიჩ თაუნის“ 23-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელია, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.

„იფსვიჩის“ ვებგვერდის ცნობით, ექიმებმა 42 წლის სპეციალისტს პირველადი სლკეზორული ქოლანგიტის დიაგნოზი დაუსვეს, რაც ნაღვლის სადინრების ანთებითი დაავადებაა და ნაღვლის სადინრების ანთებითი დაავადება, რასაც მივყავართ უამრავ სიმპტომამდე და გართულებამდე, მოგვიანებით კი ღვიძლის უკმარისობამდე. ამიტომაც, დაიერს ღვიძლის გადანერგვა სჭირდება.

„სამწუხაროდ, ორიოდე წლის წინ დამისვეს ღვიძლის დაავადება, რის გამოც ერთ მშვენიერ დღეს გადანერგვა დამჭირდება. მომავალ კვირას იქნება ტესტის შედეგები, რაც საშუალებას მომცემს გავიგო, როდის დამჭირდება ამ პროცედურის ჩატარება. თავს პოზიტიურად ვგრძნობ, მჯერა, რომ დაავადებას დავამარცხებ. ძალიან მადლობელი ვარ კლუბის, გულშემატკივრებისა და საზოგადოების მხარდაჭერის გამო“, - თქვა დაიერმა.

შეგახსენებთ, კირონ დაიერს საკმაოდ წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა და ინგლისის ნაკრებში 33-ჯერ ითამაშა. მათ შორის, მონაწილეობა მიიღო 2002 წლის მსოფლიოსა და 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

0.11322