ფეხბურთი

20:24 | 31.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "პსჟ დღეს რომ მაღალი დონის გუნდია, ჩემი დამსახურებაა"

„მილანის“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ფრანგულ გამოცემა Telefoot-ს ინტერვიუ მისცა. შვედმა ფეხბურთელმა თქვა, რომ კარიერის დასრულებამდე არ ფიქრობს და არც ის იცის, „მილანი“ მის კარიერაში ბოლო გუნდი იქნება თუ არა.

ზლატანმა ასევე „პარი სენ ჟერმენზე“ გააკეთა კომენტარი და ფიქრობს, რომ კლუბის წარმატება და დღევანდელ სიმაღლეზე ყოფნა, მისი დამსახურებაა.

„ჩემნაირი არავინაა, მხოლოდ ერთი ზლატანი არსებობს. არ ვიცი, იქნება თუ არა „მილანი“ ჩემი ბოლო გუნდი. მინდა ვითამაშო, სანამ შემიძლია. ჯერ კიდევ შემიძლია წისნვლა და ვერ გავჩერდები. არ მინდა გავჩერდე და მერე ვინანო, რომ შემეძლო კარიერის გაგრძელდება.

სკუდეტოს მოგების უნდა გვჯეროდეს, მაგრამ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ და თავგანწირვა უნდა შეგვეძლო. ეს არის საკვანძო, ამის გარეშე ვერავინ ვერაფერს მიაღწევს. მე მაქვს დიდი პასუხისმგელობა, რადგან გუნდის ლიდერი ვარ და შეიძლება ითქვას, ასეთ სიტუაციაში პირველად ვარ.

ვამაყობ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მაღალ დონეზე ვარ. 10 მილიონი მოსახლეობის პატარა ქვეყნიდან ვარ და დავამტკიცე, რომ შვედებსაც შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. 40 წლის ვარ? მინდა ვაჩვენო, რომ ეს მხოლოდ ციფრია, ჩემი საიდუმლო მენტალიტეტშია და ვამტკიცებ, რომ შემიძლია ვითამაშო, ვაკეთო ის, რაც მიყვარს და ყოველდღე ვმუშაობ განვითარებისთვის. არ შემიძლია ძველებურად ვითამაშო, მაგრამ ახლა უფრო ჭკვიანი და გამოცდილი ვარ. არ მიკვირს როგორც ვთამაშობ, მე ხომ საუკეთესო ვარ.

პსჟ? კარგი მოგონებები მაკავშირებს. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც პსჟ-ში გადავიდა ხელმძღვვანელობის შეცვლის შემდეგ. თავიდანვე პროექტის ნაწილი ვიყავი და ვამაყობ, რადგან პსჟ ჩემს გარეშე ვერ გახდებოდა ისეთი კლუბი, როგორიც დღეაა. პარიზში ფულის ან ქალაქის გამო არ წავსულვარ, არამედ კლუბის მთლიანად შესაცვლელად“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ში 2012-2016 წლებში თამაშობდა, ხოლო კარიერის განმავლობაში „მალმიოს“, „აიაქსის“, „იუვენტუსის“, „ინტერის“, „ბარსელონას“, „მილანში“, „მანჩესტერსა“ და ლოს ანჯელეს „გალაქსიში“ უთამაშია. „მილანთან“ მას კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

0.114596