ჩოგბურთი

18:53 | 31.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ ბოლქვაძემ წყვილთა შორის საფრანგეთის ტურნირის მოიგო

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე საფრანგეთის ქალაქ პუატიეს საერთაშორისო ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებულია.

მარიამი ბრიტანელ სამანტა მარი შარანთან იყო შეწყვილებული და ისინი ფინალში ოდრი ალბისა და ლეოლია ჟინჟინის წყვილს დაუპირისპირდნენ, რომელთაც იოლად აჯობეს.

შეხვედრის ბედი ორ სეტში გადაწყდა. ბოლქვაძემ და მისმა მეწყვილემ 7:6 (7:5), 6:0 მოიგეს და ჩემპიონები გახდნენ. აქვე გეტყვით, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 80 000 დოლარი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის მარიამ ბოლქვაძე WTA-ს რეიტინგში 183-ე ადგილზე იმყოფება.

0.114276