კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელმა სერხიო აგუეროს გულის არითმია დაუდგინა. არგენტინელმა ფეხბურთელმა „ალავესთან“ მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს გულმკერდის არეში ტკივილი იგრძნო და მოედანი დატოვა.
ფეხბურთელი დაუყოვნებლივ გამოკვლევაზე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევა ჩაუტარდა. შედეგად, გულის არითმია დაუდგინდა, რაც ნიშნავს, რომ გული არარიტმულად, ძალიან სწრაფად ან ძალიან ნელა მუშაობს.
როგორც ესპანური მედია იტყობინება, აგუერო ტკივილს ჯერ კიდევ 10 დღის წინაც განიცდიდა, ხოლო გულზე პრობლემები 12 წლის ასაკშიც ჰქონდა.
ჯერჯერობით უცნობია, როდემდე ვერ შეძლებს თამაშს გამოცდილი ფორვარდი, მას დამატებითი გამოკვლევებს ჩაიტარებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დეტალურად გახდეს ცნობილი. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში არგენტინელი მოედანზე ხუთჯერ გავიდა და გოლი ერთხელ გაიტანა.