ფეხბურთი

1:27 | 31.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" კუმანის გარეშეც ვერ მოიგო

„რეალს“ „ელჩესთან“ სამი ქულის მოპოვება არ გასჭირვებია. ასე ვთქვათ, მადრიდელებმა კლასის ხარჯზე გაიმარჯვეს. დიდადაც არ დაუტვირთავთ თავი, ეპიზოდებში ბურთს უბრალოდ ზანტად აგორებდნენ. დუბლი მიითვალა ბრაზილიელმა ვინისიუსმა.

„რეალმა“ 24 ქულა მოაგროავა და ამდენივექულიან „სევილიასთან“ და „სოსიედადთან“ ერთად 1-3 ადგილებს იყოფს.

„ბარსელონამ“ პირველდ ითამაშა რონალდ კუმანის გარეშე. გუნდს დროებითი დამრიგებელი, სერხი ბარხუანი მოძღვრავდა. ძნელი სათქმელია, როგორ ითამაშებდა გუნდი. „ახალი ცოცხის“ ამბავიც ხომ იყო.

„ბარსელონა“ ბევრს უტევდა, პირველ ტაიმში ბურთს 80 პროცენტით ფლობდა, თუმცა სახიფათო მომენტები თითქმის არ შეუქმნია. დეპაის დარტყმას თუ არ ჩავთვლით.

შესვენების შემდეგ ნიდერლანდელმა მაინც გაიტანა. თუმცა, „ალავესმა,“ რომელიც მანამდე მეტოქის ნახევარზე არც გადასულა, მალევე გაათანაბრა. რიოხა ტერ-შტეგენთან პირისპირ გავიდა და გატანა არ გასჭირვებია.

„ბარსელონამ“ ისევ იძალა. დეპაიმ ძელსაც მოარტყა ბურთი, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

„ვალენსიამ“ „ვილიარეალს“ 2:0 მოუგო. გიორგი მამარდაშვილი კვლავ სათადარიგო გახლდათ.

ესპანეთი

პრიმერა

მე -12 ტური. 30 ოქტომბერი

ელჩე - რეალი 1:2

ელჩე. „მანუელ მარტინეს ვალერო“

0:1, 0:2 ვინისიუსი (22, 73), 1:2 მილია (86)

ელჩე: კასილია, როკო, ბიგასი, მოხიკა, პალასიოსი, ფიდელი (მილა 81), მასკარელი (მარკონე 81), პასტორე (გუმბაუ 71), გუტი, პერესი (ბენედეტო 71), ბოიე (მორენტე 81)

მწვრთნელი: ფრანსისკო ესკრიბა

რეალი: კურტუა, მილიტაო, ალაბა, მარსელო (მენდი 66), კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი (კამავინგა 84), ვასკესი (კარვახალი 65), როდრიგო (ასენსიო 18), ვინისიუსი (აზარი 85), დიასი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

გაფრთხილება: გუტი (8)

გაძევება: გუტი (63)

ბარსელონა - ალავესი 1:1

ბარსელონა. „კამპ ნოუ“

1:0 დეპაი (49), 1:1 რიოხა (52)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, მინგესა (აბდე 80), პიკე (ლანგლე 70), გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ნიკო (ბალდე 80), გავი (პუი 71), დესტი, აგუერო (კოუტინიო 41), დეპაი

მწვრთნელი: სერხი ბარხუანი

ალავესი: სივერა, ნავარო (აგირეგაბირია 20), ლეჟენი, ლაგუარდია, დუარტე, მოია (გარსია 80), ლუმი, პონსი (პინა 62), რიოხა, მენდესი (პელისტრი 62), ხოსელუ (სილა 80)

მწვრთნელი: ხავიერ კალიეხა

მსაჯი: ხორხე ფიგეროა ვასკესი

გაფრთხილება: სივერა (45+5), დუარტე (82)

ვალენსია - ვილიარეალი 2:0

1:0 გილიამონი (43), 2:0 სოლერი (77 პენ)

სევილია - ოსასუნა 2:0

1:0 კარლოსი (40), 2:0 ოკამპოსი (60)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109537