ფეხბურთი

23:16 | 30.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ მე-200 მანჩესტერული წააგო

„ლივერპული“ დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს. ახლა ეს ციფრი 24-ს უდრის ყველა ტურნირში. ამჯერადაც იგებდნენ „წითლები.“ 24-ე წუთისთვის ანგარიში 2:0 გახლდათ მათ სასარგებლოდ, ჯორდან ჰენდერსონმა და სადიო მანემ გამოიჩინეს თავი. თითქოს უპირატესობა კომფორტული იყო, მაგრამ ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ერთი საპასუხო გაიტანეს და მეორე ტაიმში სულაც გაათანაბრეს ანგარიში.

მერე კლოპმა თქვა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დავმარცხდით. შესვენების შემდეგ ცუდად ვითამაშეთო.

მასპინძლებმა კიხდევ ორი გოლი შეაგდეს, მაგრამ მანეს, გატანამდე ბურთი ხელზე მოხვდა, სალაჰს კი თამაშგარე დაუფიქსირეს.

ხოსეპ გვარდიოლამ „სიტის“ თავკაცის რანგში მე-200 შეხვედრა ჩაატარა და დამარცხდა. თითქოს „ქალაქელებს“ „არწივებთან“ არ უნდა გასჭირვებოდათ და ევროთასებს კარგი განწყობით შეხვედროდნენ. მაგრამ პირიქით გამოვიდა. უკვე მე-6 წუთზე მასპინძლები მდევრის როლში აღმოჩნდნენ.

ყველაფერთან ერთად, ტაიმის ბოლოს „ქალაქელები“ უმცირესობაში აღმოჩდნენ. მსაჯმა ემერიკ ლაპორტი გააძევა. ბოლოსკენ კი პატრიკ ვიეირას შეგირდებს სწრაფი კონტრშეტევა გამოუვიდათ და კონორ გალახერმა მეორედ აიღო ედერსონის კარი.

ბოლო დროს „ნიუკასლის“ ამბები განსაკუთრებულად აინტერესებთ ქომაგებს. კლუბი არაბებემა იყიდეს და დიდი ცვლილებების მოლოდინში ვართ.

„ჩელსისთან“ შეხვედრა კი ზუსტად ასახავს გამოთქმას „ანგარიში თამაშს არ ასახავსო.“ და არა იმიტომ, რომ „კაჭკაჭებმა“ რაიმე ღირებული შექმნეს. „ჩელსი“ იყო ძალიან უსახური. მიუხედავად ამისა, სამჯერ მოახერხეს გატანა და ზედიზედ მერვედ გაიმარჯვეს პემიერლიგაში. რის ჯეიმსმა დუბლი მიითვალა. მოიგეს და ლიდერობას კიდევ უფრო განიმტკიცეს. სამი ქულით გაუსწრეს უშუალო მდევარ „ლივერპულს.“

ტურის გვიან შეხვედრაში კი „მანჩესტერმა“ წინა ტურში „ლივერპულთან“ ნაჭამი სირცხვილი ნაწილობრივ ჩამოირეცხა. სტუმრად „ტოტენჰემი“ 0:3 გაანადგურა.

39-ე წუთზე ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა. 64-ზე პორტუგალიელმა უკვე ედინსონ კავანის გაატანინა. წერტილი კი 87-ე წუთზე მარკუს რაშფორდმა დასვა.

ინგლისი

პრემიერლიგა

მე-10 ტური. 30 ოქტომბერი

ლივერპული - ბრაიტონი 2:2

ლივერპული. „ენფილდი“

1:0 ჰენდერსონი (4), 2:0 მანე (24), 2:1 მველუ (41), 2:2 ტროსარი (65)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, კონატე, რობერტსონი, ჰენდერსონი, ჯონსი (მინამინო 87), კეიტა (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 20), მანე, სალაჰი, ფირმინო (ჟოტა 78)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ბრაიტონი: სანჩესი, ველტმანი, დაფი, დანკი, კუკურელია, ლალანა (გროსი 77), მოდერი (ლემპტი 66), მველუ, ბისუმა (მაკ ალისტერი 60) , მარჩი, როსერი

მწვრთნელი: გრემ პოტერი

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: მინამინო (88), რობერტსონი (90+3); ლემპტი (90), დაფი (90+1),

სიტი - კრისტალ პალასი 0:2

მანჩესტერი. „ეტიჰადი“

0:1 ზაჰა (6), 0:2 გალახერი (88)

სიტი: ედერსონი, უოკერი, კანსელუ (მაჰრეზი 78), ლაპორტი, დიაში, დე ბრუინი (სტოუნზი 59) , როდრი, ბერნარდუ სილვა, გრილიში (სტერლინგი 78), ფოდენი, ჟეზუსი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

კრისტალ პალასი: გუაიტა, მიტჩელი, გეხი, ანდერსენი, უორდი, მაკარტური, კუიატე (ოლისე 85), გალახერი, ზაჰა, ედუარი (შლუპი 73), აიუ (ბენტეკე 65)

მწვრთნელი: პატრიკ ვიეირა

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: ბერნარდუ სილვა (45+5), ედერსონი (45+5); აიუ (27), გალახერი (65), გუაიტა (86)

ნიუკასლი - ჩელსი 0:3

ნიუკასლი. „სენტ ჯეიმსიზ პარკი“

0:1, 0:2 ჯეიმსი (65, 77), 0:3 ჟორჟინიო (79 პენ)

ნიუკასლი: დარლოუ, მანკილიო, კრაფტი, ლასელსი, კლარკი, რიჩი, ჰეიდენი (ალმირონი 66), ლონგსტაფი (შელვი 81), ფრეიზერი (უილოკი 66), სენ-მაქსიმენი, უილსონი

მწვრთნელი: გრემ ჯონსი

ჩელსი: მენდი, კრისტენსენი, ტიაგუ სილვა, რიუდიგერი, ჯეიმსი, კანტე (ლოფტუს-ჩიკი 64), ჟორჟინიო, ჩილუელი, ზიეში (ბარკლი 64), ჰავერცი, ჰადსონ-ოდოი (საული 88)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: ჰეიდენი (17), რიჩი (39), ლასელსი (55); კანტე (54), ზიეში (57)

ტოტენჰემი - მანჩესტერი 0:3

ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოთსფური“

0:1 რონალდუ (39), 0:2 კავანი (64), 0:3 რაშფორდი (87)

ტოტენჰემი: ლორისი, ემერსონი, დაიერი, რომერო, დევისი, ჰოიბერგი, სკიპი (ნდომბელე 66), ლო ჩელსო (ალი 73), მოურა (ბერგვეინი 54), სონი, კეინი

მწვრთნელი: ნუნუ ეშპირიტუ სანტუ

მანჩესტერი: დე ხეა, ვან-ბისაკა, ვარანი, ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ, მაკტომინეი, ფრედი, ფერნანდეში (მატიჩი 76), კავანი (ლინგარდი 82), რონალდუ (რაშფორდი 71)

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: დევისი (78), რომერო (90+3); შოუ (19), მაგუაირი (22), ფრედი (74)

ლესტერი - არსენალი 0:2

0:1 გაბრიელი (5), 0:2 სმიტ-როუ (18)

ბარნლი - ბრენტფორდი 3:1

1:0 ვუდი (4), 2:0 ლოუტონი (32), 3:0 კორნე (36), 3:1 გოდოსი (79)

უოტფორდი - საუთჰემპტონი 0:1

0:1 ადამსი (20)

0.114203