პრემიერლიგის მე-10 ტურის მატჩში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლონდონში „ტოტენჰემს“ ეწვია და 0:3 დაამარცხა.
39-ე წუთზე ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა. 64-ზე პორტუგალიელმა უკვე ედინსონ კავანის გაატანინა. წერტილი კი 87-ე წუთზე მარკუს რაშფორდმა დასვა.
ახლა „მანჩესტერმა“ 17 ქულა მოაგროვა და ცხრილში მე-5 ადგილზეა. 15-ქულიანი „ტოტენჰემი“ კი მერვე ადგილზე დგას.