ფეხბურთი

21:49 | 30.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი „ბრაიტონთან“ ფრის შესახებ

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრემიერლიგის მე-10 ტურში „ბრაიტონთან“ ნათამაშევი ფრის შემდეგ (2:2), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ისეთი განცდა მაქვს, რომ დავმარცხდით. საქმე ის არ არის, რომ 2:0 ვიგებდით და უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ორი ულამაზესი გოლი გავიტანეთ და არცერთი ჩაგვითვალეს.

პირველ ტაიმში კარგად ვთამაშეთ. მეორეში კი ცუდად. „ბრაიტონთან“ უპირატესობის შენარჩუნება მხოლოდ ბურთის კონტროლით შეიძლება. ჩვენ კი მათ თავისუფალ ზონებს ვუტოვებდით. ეს პრობლემაა.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.

0.112543