ფეხბურთი

20:44 | 30.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ „ბრაიტონს“ ვერ მოუგო

პრემიერლიგის მე-10 ტურში, „ლივერპულმა“ „ბრაიტონს“ უმასპინძლა და 2:2 დაუზავდა, თუმცა ორბურთიანი უპირატესიბით იგებდა.

ანგარიში მე-4 წუთზე ჯორდან ჰენდერსონმა გახსნა. 24-ზე კი სადიო მანემ მეორე ბურთი გაიტანა.

თითქოს მერსისაიდელები კომფორტულად იგებდნენ, მაგრამ მერე სტუმრებმა იძალეს. ტაიმის ბოლოს ემოკ მვეპუმ ერთი საპასუხო შეაგდო, 65-ე წუთზე კი ლეანდრო ტროსარმა გაათანაბრა.

„ლივერპულმა“ 22 ქულა მოაგროვა და ცხრილში მეორეა. 16-ქულიანი „ბრაიტონი“ კი მე-6 ადგილზე დგას.

0.111932