ჩოგბურთი

10:54 | 30.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ ბოლქვაძე საფრანგეთის ტურნირის წყვილთა თანრიგის ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე საფრანგეთის ქალაქ პუატიეს საერთაშორისო ტურნირის წყვილთა თანრიგის ფინალში ითამაშებს.

მარიამი ბრიტანელ სამანტა მარი შარანთანაა შეწყვილებული და მათ ნახევარფინალში ალისია ბარნეტისა და ოლივია ნიკოლსის წყვილი ორ სეტში, 6:4, 6:0 დაამარცხეს.

ბოლქვაძე და შარანი ფინალში 31 ოქტომბერს, ოდრი ალბისა და ლეოლია ჟინჟინის დუეტს დაუპირისპიდებიან.

0.132606