ფეხბურთი

0:26 | 30.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ "ალ-სადის" ფეხბურთელებს აცნობა, რომ გუნდს ტოვებს

კატალონიის „ბარსელონაში“ ჩავის დაბრუნება რეალურია. როგორც გამოცემა Sport-ი იტყობინება, ესპანელმა სპეციალისტმა „ალ-სადის“ ფეხბურთელებს აცნობა, რომ გუნდიდან მიდის.

წყაროს თანახმად, 41 წლის სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობასთან უკვე შეათანახმა, რომ კლუბიდან წავა. უფრო მეტიც: ცნობილი გაზეთი წერს, რომ ჩავის წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება 4 ნოემბერს გაკეთდება და შემდეგ „ბარსელონას“ ჩაიბარებს.

ჩავის „ალ-სადთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გუნდს 2019 წლიდან ავარჯიშებს. „ბარსელონადან“ რამდენიმე დღის წინ რონალდ კუმანი დაითხოვეს, ამჟამად კი გუნდს დროებით სერხი ბარხუანი წვრთნის. ჩავის „ალ-სადის“ გარდა, სხვა კლუბში მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება არ აქვს.

0.120388