ფეხბურთი

20:43 | 29.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანჩესმა "ინტერთან" კონტრაქტი შესაძლოა იანვარში გაახანგრძლივოს

ჩილეს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა შესაძლოა მილანის "ინტერთან" კონტრაქტი 2022 წლის იანვარში გაახანგრძლივოს. აღნიშნულ ინფორმაციას Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია ახალი კონტრაქტის დეტალები.

სანჩესმა ამჟამინდელი ხელშეკრულებით "ნერაძურის" რიგებში 2023 წლის ივლისამდე უნდა ითამაშოს. ჩილელი იტალიელებმა 2019 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" იჯარის წესით დაიმატა, ხოლო 2020 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა სამხრეთამერიკელი "ინტერს". მილანური გუნდის მაისურით ალექსისმა 77 მატჩი ჩაატარა, გატანა 11 გოლი და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.118513