ფეხბურთი

19:50 | 29.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასი: "ბარსელონაში" ყველაფერი სწრაფად შეიცვალა"

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი "ბლაუგრანა" სწრაფად ვერ განვითარდება, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ რონალდ კუმანის შემცვლელი ყურადღებით უნდა მოძებნოს. "ბარსელონას" პრეზიდენტმა მთავარ მწვრთნელად სარეზერვო გუნდის დამრიგებელი დროებით დანიშნა.

"ფეხბურთი სწრაფად იცვლება. ბევრი მაგალითის მოძებნა შეიძლება და ყველაზე ახალია ის ფაქტი თუ როგორ შეუძლია ერთ მწვრთნელს ერთი და იმავე ფეხბურთელებით გუნდი მცირე დროში შეცვალოს. ასე, რომ ახალი არჩეული მწვრთნელი გადამწყვეტ როლს შეასრულებს." - განაცხადა "მონაკოს" ფეხბურთელმა.

ფაბრეგასი "ბარსელონაში" 2011-14 წლებში თამაშობდა და ამ გუნდის რიგებში ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11077