ფეხბურთი

18:55 | 29.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "სიტის" მწვრთნელი კიდევ 200 მატჩის განმავლობაში ცხადია, არ ვიქნები"

ინგლისის პრემიერლიგის მეათე ტურში „მანჩესტერ სიტი“ „კრისტალ პალასს“ შეხვდება და ეს იქნება პეპ გვარდიოლას მე-200 მატჩი „ქალაქელთა“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

თუმცა, კითხვაზე, იქნება თუ არა „სიტის“ თავკაცი მომდევნო 200 მატჩის განმავლობაში, ესპანელმა გადაჭრით უპასუხა - არა.

„არ არსებობს საიდუმლოებები, ჩვენ შედეგებით ვფასდებით. იმაზე მეტს ვერ ვითხოვდი, რაც აქამდე გავაკეთეთ, არ ვნანობ, აღფრთოვანებული ვარ, იმით, რასაც მივაღწიეთ და იმედი მაქვს, რომ ასე გავაგრძელებთ. კიდევ 200 მატჩი „მანჩესტერ სიტიში“? ცხადია, ასე არ იქნება“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტი“ 2016 წელს ჩაიბარა, სამჯერ პრემიერლიგა მოიგო, ერთხელ ინგლისის თასი და ოთხჯერ ინგლისის ლიგის თასი მოიგო. ესპანელმა სპეციალისტმა არცთუ დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ 2023 წელს, "სიტისთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ სანაკრებო დონეზე მუშაობა სურს.

0.113196