ფეხბურთი

15:52 | 29.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევრა: "რონალდუ იტალიაში განტევების ვაცი იყო"

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და მიზეზი დაასახელა, რის გამოც მან „იუვენტუსი“ დატოვა. როგორც ევრამ აღნიშნა, იტალიაში ის განტევების ვაცი იყო და სიყვარული ვერ მოიპოვა.

„მოდით დაუყოვნებლივ განვმარტოთ - რონალდუ იტალიაში განტევების ვაცი იყო. მას მხოლოდ პატივისცემა და სიყვარული სჭირდებოდა, მაგრამ იღებდა კრიტიკას, რომელიც სასაცილო და გარკვეულწილად თვალმაქცური იყო.

ალეგრი შეცდა, როდესაც თქვა, რომ მას ყველა მატჩში არ ათამაშებდა. არის რაღაცები, რაც საჯაროდ არ უნდა თქვა. როგორც როგორც მწვრთნელი, ალეგრი ძალიან ჭკვიანია, ის 2019 წელს არ უნდა გაეშვათ“, - თქვა ევრამ.

შეგახსენებთ, რომ პატრის ევრამ „იუვენტუსში“ 2014-2017 წლებში ითამაშა, რონალდუს თანაგუნდელი კი „მანჩესტერ იუნაიტედში“ იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12765