ფეხბურთი

14:09 | 29.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანიელი რონალდუზე: "იუვენტუსი" ნებისმიერ ფეხბურთელზე წინ დგას"

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ კლუბის აქციონერთა სხდომაზე კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რონალდუს მადლიერნი არიან, მაგრამ კლუბი ნებისმიერ ფეხბურთელზე მაღლა დგას.

„მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის ყოლა დიდი პატივი და სიამოვნება იყო. თუ დავფიქრდებით იმაზე, რაც მან გააკეთა, შეგვიძლია მხოლოდ ტაში დავუკრათ კრიშტიანუს და მადლობა გადავუხადო. ერთადერთი სინანული ის არის, რომ ჩვენთან ყოფნის 3 წლიდან წელიწადნახევარი გულშემატკივრების გარეშე ვითამაშეთ. „იუვენტუსი“ კი ნებისმიერ ფეხბურთელზე დიდია და ნებისმირზე წინ დგას“, - თქვა ანიელიმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსის“ ღირსება 2018-2021 წლებში 134 მატჩში დაიცვა და 101 გოლის გატანა მოახერხა. ის ორი თვის წინ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116998