კატალონიის „ბარსელონას“ ჩავის აქტიურად უკავშირებენ და ესპანური მედიის ცნობით, მისი დანიშვნა მხოლოდ დროის საკითხია. თუმცა, ახალგაზრდა სპეციალისტმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
„ამჟამად აქ, „ალ-სადში“ მუშაობაზე ვარ ორიენტირებული. სხვას ვერაფერს გეტყვით“, - ციტირებს As-ი ესპანელი მწვრთნელის სიტყვებს.
ესპანური პრესა იმასაც წერს, რომ ყატარული კლუბის ხელმძღვანელობამ ჩავის გუნდიდან გაშვებაზე თანხმობა განუცხადა. „ბარსელონას“ დროებით მწვრთნელად სერხი ბარხუანი დაუნიშნეს, რომელიც გუნდს ახალი მწვრთნელი ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ ჩავი „ალ-სადის“ 2019 წლიდან წვრთნის და ყატარში 7 ტიტული მოიგო, მაგრამ სხვა გუნდში სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს.