ფეხბურთი

23:35 | 28.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონმებოლის ქვეყნები მუნდიალის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებას ეწინააღმდეგებიან

კონმებოლი ფიფას მხარს არ უჭერს მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების საკითხზე. როგორც ოფიციალურად განცხადებაშია, კონმებოლის წევრი 10-ვე ქვეყანა უარს იტყვის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე თუ ფიფა ტრადიციას ზურგს აქცევს.

ცხადია, 10 ქვეყანაში შედის ბრაზილია და არგენტინა, რომელთაც ჯამში 7-ჯერ აქვთ მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებული.

„ფიფას მიერ შემოთავაზებულ ცვლილებას არანაირი მიზეზი, უპირატესობა ან გამართლება არ აქვს. ამის გათვალისწინებით კონმებოლის შემადგენელი 10 ქვეყანა ადასტურებს, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას ორ წელიწადში ერთხელ ორგანიზებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე. აღნიშნული პროექტი ზურგს აქცევს მსოფლიოს ფეხბურთის თითქმის 100-წლიან ტრადიციას, უგულებელყოფს პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის ისტორიას. კონმებოლი მხარს უჭერს მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონატს თავისი პირობებით და კლასიფიკაციის სისტემებით, რადგან დადასტურებულია, რომ ეს წარმატებული მოდელია, რომელიც დაფუძნებულია სპორტულ მიღწევებსა და რომლითაც ფასდება ძალისხმევა, ნიჭი და გაწეული სამუშაო“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების იდეა არსენ ვენგერს ეკუთვნის და ფიფა ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს.

0.142901