პორტუგალიის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ და მისი შეყვარებული ჯორჯინა როდრიგესი ტყუპებს ელოდებიან. ამის შესახებ 36 წლის თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ტყუპებს ველოდებით. ჩვენი გული სავსეა სიყვარულით. მოუთმენლად ველოდებით თქვენ შეხვედრას“, - დაწერა კრიშტიანუმ.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუს ოთხი შვილი ჰყავს. კრიშტიანუ ჯუნიორი, რომელიც 2010 წელს დაიბადა და დედამისის ვინაობა უცნობია, ტყუპები ევა და მატეო სუროგატი დედისგან და ალან მარტინი, რომელიც ჯორჯინამ 2017 წელს გააჩინა.