საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ითამაშებს და ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლებს.
ქართველმა ფეხბურთელებმა შესარჩევი ეტაპის მეოთხე ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, რაც ელიტ-რაუნდში გასასვლელად საკმარისი გამოდგა. გიორგი ჩიტაურის გუნდი ბოლო ტურის წინ ჯგუფს ლიდერობდა კიდეც, მაგრამ ესტონეთის ნაკრებთან მარცხი განიცადა (0:1) და პირველი ადგილი სწორედ ესტონელებს ერგოთ.
საქართველოს ნაკრებმა კი უნგრეთს, რომელსაც მეორე ტურში 1:0 მოუგო, ურთიერშეხვედრაში მიღწეული წარმატების ხარჯზე აჯობა, რადგან ორივე გუნდმა ასპარეზობა 4-4 ქულით დაასრულეს და უფრო მეტიც, ბურთების შეფარდება უნგრელებს უკეთესი აქვთ (3:1 და 2:2), მაგრამ როგორც ვთქვით, საქართველომ უნგრეთს პირად დუელში აჯობა და ეს უპირატესია რეგლამენტის მიხედვით.
საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში უნგრეთისა და ესტონეთის გარდა, მეტოქეს ისლანდია ჰყავდა, რომელთანაც პირველ ტურში ფრედ (1:1) ითამაშა. ისლანდიას ჯგუფში 2 ქულით ბოლო ადგილი ერგო, მაგრამ ბოლო ტურში უნგრეთს 2 ქულა დააკარგვინა (0:0) და საქართველოს მეორე ადგილის დაკავებაში ამ მხრივ დაეხმარა.
ესტონეთი (U17) - საქართველო (U17) 1:0 (1:0)
საქართველო (4-3-3): კოპალიანი; სადღობელაშვილი (ხაჩიძე 46), ხარჩილავა, გობეშია, ნარიმანიძე; ალიბეგაშვილი, სიგუა, ციკოლია (ფარცვანია 46); ცეცხლაძე, პარკაძე ( პარკინაშვილი 84), ტაბატაძე
გოლი: 1:0 იეპიჰინი (33)