ფეხბურთი

18:16 | 28.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლის" გეგმა: ზამთარში ოვერმარსი და ზაფხულში ტენ ჰაგი

„ნიუკასლ იუნიატედში“ შესაძლოა ტექნიკური დირექტორის პოსტს ვეტერანი ნიდერლანდელი ფეხბურთელი მარკ ოვერმარსი დაინიშნოს.

Telegraph-ის ინფორმაციით, „კაჭკაჭების“ ახალი ხელმძღვანელობა ოვერმარსის მიწვევას, რომელიც ამჟამად ამსტერდამის „აიაქსში“ მუშაობს, იანვარში აპირებს. ინგლისური კლუბის გეგმა მხოლოდ ოვერმარსს არ უკავშირდება.

წყაროს თანახმად, „ნიუკასლი“ ზაფხულში მთავარ მწვრთნელად „აიაქსის“ თავკაცის, ერიკ ტეჰ ჰაგის დანიშვნას აპირებს და ოვერმარსმა ამას ხელი უნდა შეუწყოს. ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ როგორც ჩანს, ნიუკასლელებს „აიაქსის“ მიმდინარე პროექტი ძალიან მოსწონთ და კლუბის ფეხზე დაყენებას ამგვარად აპირებენ.

შეგახსენებთ, „ნიუკასლ იუნაიტედი“ ცოტა ხნის საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა შეიძინა და ფეხბურთში ყველაზე მდიდარი მფლობელები ჰყავს.

0.104201