ფეხბურთი

16:32 | 28.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" დროებითი მწვრთნელი დაუნიშნეს

კატალონიის „ბარსელონას“ დროებით სერხი ბარხუანი გაწვრთნის. ინფორმაცია „ბლაუგრანას“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ბარხუანი „ბარსას“ მწვრთნელად იქამდე იმუშავეს, სანამ კლუბი რონალდ კუმანის შემცვლელას იპოვის. სერხი „ბარსელონას“ მეორე გუნდში მუშაობდა, ხოლო 1993-2002 წლებში კლუბის ფეხბურთელი იყო და თავის დროზე ესპანეთის ნაკრების შეუცვლელი წევრიც გახლდათ.

ესპანელი ჟურნალისტები პროგნოზირებენ, რომ „ბარსას“ ახალი მწვრთნელი უახლოეს მომავალში ჩავი გახდება, მაგრამ მან ყატარულ „ალ-სადთან“ კონტრაქტი უნდა გაწყვიტოს და ამას ცოტაოდენი დრო სჭირდება. ამიტომაც, მინიმუმ „ალავესთან“ შეხვედრისთვის კატალონურ გრანდს სერხი ბარხუანი მოამზადებს.

შეგახსენებთ, რონალდ კუმანი „ბარსელონადან“ „რაიო ვალეკანოსთან“ მარცხის შემდეგ დაითხოვეს. „ბლაუგრანა“ ლა ლიგაში 15 ქულით მეცხრე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე კი სამ ტურში სამი ქულა მოიპოვა და ჯგუფში მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060632