ფეხბურთი

14:49 | 28.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გატუზომ „ჯენოას“ უარი უთხრა

ჯენარო გატუზოს „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზეს, მაგრამ რინომ იუარა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

ცოტა ხნის წინათ „ჯენოაში“ დიდი ცვლილებები მოხდა. კლუბი ამერიკულმა კომპანია 777Partners-მა იყიდა და რეორგანიზაციაც დაიწყო. 43 წლის სპეციალისტს მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ გატუზომ უპასუხა, რომ ამ პროექტით არ არის დაინტერესებული.

ამჟამად რინო უკლუბოდაა. მისი ბოლო სამუშაო ადგილი კი „ფიორენტინა“ გახლდათ, სადაც არცერთი მატჩი გაუმართავს. დანიშვნიდან რამდენიმე დღეში კლუბის ხელმძღვანელობასთან მოუვიდა კონფლიქტი და პოსტი დატოვა.

0.116631