კალათბურთი

12:09 | 28.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 2 ქულა და "ინდიანას" მარცხი, მამუკელაშვილის გარეშე "მილუოკიმაც" წააგო

NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს „ინდიანა პეისერსი“ „ტორონტო რეპტორსს“ ეწვია და უშანსოდ, 100:118 დამარცხდა.

გოგა ბითაძე რიკ კარლაილმა მხოლოდ 2:01 წუთით ათამაშა და ხსენებულ დროში ქართველმა კალათბურთელმა 2 ქულა და 1 მოხსნა (შეტევაში) მიითვალა. გოგამ 1 ორქულიანი ისროლა და ისიც ზუსტად.

მალკომ ბროგდონი „ინდიანას“ 18 ქულით, 5 მოხსნით და ამდენივე პასით შეეწვია, დომანტას საბონისმა კი 9 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. გამარჯვებულთა რიგებში ფრედ ვანვლიტი 26 ქულით და 10 მოხსნით გამოირჩა, სკოტი ბარნესის აქტივში კი 18 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასია. „ინდიანას“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 1 მოგების წილ 4 წაგება აქვს და მე-13 ადგილზეა, 30 ოქტომბერს კი „ბრუკლინ ნეტსს“ შეხვდება.

სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ საკუთარ მოედანზე „მონესოტასთან“ 108:113 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა მიმდინარე სეზონში პირველად არ ითამაშა, ის განვითარების ლიგაშია დროებით გაშვებული. „მილუოკი“ 3 მოგებით და 2 წაგებით მერვე საფეხურზეა, ხოლო 31 ოქტომბერს, „სან ანტონიოს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114742