ფეხბურთი

1:57 | 28.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" სიმონ კიაერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

იტალიურმა „მილანმა“ სიმონ კიაერს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც „როსონერის“ ვებგვერდი იტყობინება, დანიელი მცველი გუნდში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.

კიაერის ძველი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს იწურებოდა, მაგრამ მხარეებმა თანამშრომლობა 2 წლით უპრობლემოდ განაახლეს.

„ძალიან ვამაყობ, რომ აქ 2024 წლამდე ვიქნები. ჩემი ოცნებაა, აქ რაღაც მოვიგო, სანამ გუნდიდან წავალ. გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, როგორც ჩემი მხრიდან, ისე გუნდიდან. ყველაფერს გავაკეთებთ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, - თქვა სკანდინავიელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, სიმონ კიაერი „მილანმა“ 2020 წლის ზამთარში „ატალანტადან“ დაიმატა და მას შემდეგ 66 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. დანიელ ფეხბურთელს სხვადასხვა პერიოდში „მიდტიულანდში“, „პალერმოში“, „ვოლფსბურგში“, „რომაში“, „ლილში“, „ფენერბახჩესა“ და „სევილიაში“ უთამაშია.

0.112228