უნგრეთის თასის 1/16 ფინალში „უიპეშტის“ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ბერიძემ დუბლი შეასრულა და მისმა გუნდმა სტუმრად „ბუდაფოკი“ 2:1 დაამარცხა, რის შედეგადაც მერვედფინალში გავიდა.
ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა, ანგარიში კი 47-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით გახსნა. ამის შემდეგ მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს, ხოლო 88-ე წუთზე გიორგიმ დუბლი გაიფორმა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
სწორედ ქართველი შემტევის გოლებით „უიპეშტმა“ 2:1 მოიგო და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.