ფეხბურთი

18:46 | 27.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

დი მარციო: "მბაპემ ყველაფერი გადაწყვიტა - "რეალში" გადასვლა მხოლოდ დროის ამბავია"

„პარი სენ ჯერმენისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ თავისი მომავალი საბოლოოდ გადაწყვიტა. იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ახალგაზრდა ფორვარდი მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტს 2022 წლის თებერვალში გააფორმებს.

"მბაპემ გადაწყვიტა შანსი გამოეყენებინა. საქმე არ ეხება ხელფასის რაოდენობას და არც პსჟ-ს ან საფრანგეთის დატოვებას. ის ეძებს ახალ გამოწვევას და სურს "რეალში" თამაში. მბაპე უკვე დათანხმდა ყველა პირობას, რომელიც მადრიდიდან მიიღო.

თებერვლამდე ხელს ვერ მოაწერს. მხოლოდ წარმოუდგენელმა სიურპრიზმა შეიძლება შეცვალოს კილიანის საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან მან უკვე ყველაფერი გადაწყვიტა", - ციტირებს დი მარციო wettfreunde.net-ის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბში“ მბაპეს გადაბირების თაობაზე არაერთხელ დაიწერა. მანამდე პსჟ აპირებდა ფეხბურთელისთვის მოკლევადიანი კონტრაქტის შეთავაზებას, რათა ის უსასყიდლოდ არ დაეკარგა, ბოლოს კი გავრცელდა ცნობა, რომ ფრანგი შემტევი პარიზულ კლუბში დარჩებოდა და მისი ხელფასი კოლოსალურად გაიზრდებოდა. რა მოხდება რეალურად, ამას დრო გვიჩვენებს.

0.111359